Logo

ანდრეი კასიანოვი – გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნაზე

პოლიტიკა
1306
Frontnews image description

ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

 

“ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, რადგან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან.

 

უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე გვიჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინის უმაღლესი რადა, უკრაინის პრეზიდენტი“, – განაცხადა კასიანოვმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები