
ავტორი
Front News საქართველო
VTB-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი ადასტურებს, რომ ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს.
“ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით შვილობილ ბანკებს. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ ბანკებთან, ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედების საკითხს, რათა ვიყოთ ძირითადი ბანკი ანგარიშსწორებისთვის ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნულ ვალუტაში. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ბიზნესის პერსპექტივებს ამ ქვეყნებში“, – განაცხადა კოსტინმა „ინტერფაქსთან”.
“VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება ჩამოერთვა. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“ გადაეცა.
თაგები:
ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს