
ავტორი
Front News საქართველო
“მსგავსი დოკუმენტების მიღება არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და ბუნებრივიც არის, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
როგორც გვიდიანი წერს, “ეს არის თეთრზე შავის დამტკიცების უსუსური მცდელობა, ამიტომ ასე არ გამოვა, უსამართლოა ეს რეზოლუცია და ამიტომ არ გამოვა”.
“არაფერი აზიანებს ევროპის რეპუტაციას ისე, ვიდრე უაზრო რეზოლუციები, რომლითაც ივანიშვილს სანქციები, ხოლო მიშას თავისუფლება ეკუთვნის. მსგავსი დოკუმენტების მიღება არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და ბუნებრივიც არის, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს.
ეს არის თეთრზე შავის დამტკიცების უსუსური მცდელობა. ამიტომ ასე არ გამოვა. უსამართლოა ეს რეზოლუცია და ამიტომ არ გამოვა. ქართველი ხალხი ცხვრები არ არიან, რომ ყველაფერი შეასაღო, რაც ენაზე მოგადგება.
ეს არ არის ევროპა. უფრო სწორად, არ მინდა მჯეროდეს, რომ თურმე ეს ყოფილა ევროპა“, – წერს გვიდიანი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს