
ავტორი
Front News საქართველო
“არის საზღვრები, რომლის გადალახვაც უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება”- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
“მთელი საქართველო გლოვობს უმძიმეს ტრაგედიას. საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გაგაკეთებინებს. მაგრამ, არა – ეგრეც არ არის. ჩვენ საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები – ამაზრზენი ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, რომლებმაც შეძლეს, ამ ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩული ეპოვნათ. წარმოიდგინეთ, ცხედრები ჯერ არ გაციებულა და ეს ხალხი თავიანთი უბინძურესი პოლიტიკური მიზნებისთვის გვამებით ვაჭრობენ.
ხალხო, არის დაუწერელი წესები, რაც უბრალოდ არ უნდა გეშლებოდეს. არის საზღვრები, რომლის გადალახვაც უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება. სად გაიზარდეთ, ან როგორ გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ?!”- წერს გვიდიანი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს