ანდრია გვიდიანი – ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა


ავტორი
Front News საქართველო
“იმედის” ეთერში ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქართული საზოგადოებისთვის ვერცერთ საინტერესო კითხვას ვერ უპასუხა და მხოლოდ რებუსებით საუბრით შემოიფარგლა, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
გვიდიანის განცხადებით, საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვას – რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაუწესდათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს – ელჩმა გაურკვეველ საჯარო წყაროებზე მიუთითა. რაც შეეხება სააკაშვილის და ადეიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას, კელი დეგნანმა, მასზე პასუხს თავი აარიდა.
“იმედის” ეთერში ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქარული საზოგადოებისთვის ვერცერთ საინტერესო კითხვას ვერ უპასუხა და მხოლოდ რებუსებით საუბრით შემოიფარგლა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის კითხვა – თუ რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაწესდა სანქციები?! ამაზე პასუხი იყო, რომ ეს საჯარო წყაროებიაო. რა გამოდის – გაურკვეველ საჯარო წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ადამიანზე მტკიცებითი ფორმით თქვა, რომ ის კორუმპირებულია და მის მიმართ სანქციები დააწესო? ეს არის ამერიკული სტანდარტი? ეს არის კანონის უზენაესობის ამერიკული გაგება?
მეორე – კითხვაზე, თუ რატომ არ დაწესდა სანქციები სააკაშვილის და ადეიშვილის მიმართ, რომელთა წაინააღმდეგ არათუ რაღაც NGO-ების მიერ ჩატარებული კვლევები, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს, უპასუხა, რომ სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვისო. ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუშია. გასაგებ ენაზე კი ნიშნავს – “სააკაშვილ-ადეიშვილი ნაბიჭვრები არიან, თუმცა ჩვენი ნაბიჭვრები”,- წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.
თაგები:


ანდრია გვიდიანი – ვსვამ კითხვას, თუ ამერიკაში მოქმედებს, თუ ევროპარლამენტშიც ინერგება, როგორ იქცა მაინც და მაინც ქართული ინიციატივა რუსულად?! ვინმემ შეიძლება გვიპასუხოს ამ კითხვაზე?

“აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც “ქართული ოცნების” რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ის ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ”

ანდრია გვიდიანი – ჩემთვის გაუგებარია, სააკაშვილის მიმართ, ელჩის მხრიდან გაკეთებული ტენდენციური განცხადება, ასევე, გაუგებარია სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გამოხატული უპირობო ნდობა