
ავტორი
Front News საქართველო
როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს “გადარჩენისთვის იბრძვიან”?! – ვინმეს სჯერა ამ სისულელის? – ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.
როგორც გვიდიანი აღნიშნავს, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს. “როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს “გადარჩენისთვის იბრძვიან”?! – ვინმეს სჯერა ამ სისულელის? ყველაზე სამარცხვინო არის ჩანაწერი, რომ მოსამართლეთა დასანქცირების გადაწყვეტილება თურმე “სანდო წყაროებზე” დაყრდნობით მიიღეს. რას ნიშნავს სანდო წყაროზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნის მოსამართლეების დასანქცირება? ამერიკის სახელმწიფო დეპარატემენტია, თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?!
ასევე სამარცხვინოა, როცა “მეგობრის” ნიღაბს ამოფარებული უხეშად ცდილობ ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევას. ეს არის ქვეყნის შანტაჟი და სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა. სხვა ლოგიკური და რაციონალური ახსნა ამ ნაბიჯს უბრალოდ არ აქვს.
ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს“, – წერს გვიდიანი facebook-ზე.
თაგები:
ანდრია გვიდიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს