
ავტორი
Front News საქართველო
“4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო“- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი გიორგი გახარიას ბრიფინგს.
“გახარიას ბრიფინგს ვუყურე. კოპებშეკრული დადგა ტრიბუნასთან და მენტორული ტონით ჭკუას არიგებდა მთელ ქვეყანას. ახლაო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიაო, შემდეგი 4 კვირა უმჯობესი იქნებაო თუ ყველა გავჩუმდებითო. 4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო. დღევანდელი ხელისუფლება იმდენად ავტორიტარულია, არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთანო; საქართველო ავტორიტარული რეჟიმების მხარეს დგასო (რუსეთი იგულისხმა აქ); გვარამიაზე თქვა – საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებააო; P.S. – რა სამარცხვინოა – როგორ გაბანძდა ეს კაცი“, – წერს გვიდიანი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს