
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 5 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2-ის” წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ნიკა გვარამიამ ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” ინტერესების საწინააღმდეგოდ, რუსთავი 2-ის გაკოტრება დაიწყო.
„ვინც დღეს ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, მათ მინდა შევახსენო რაში მდგომარეობს მისი დანაშაული მას შემდეგ, რაც 2015 წლის 05 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2-ის” წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ნიკა გვარამიამ ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” ინტერესების საწინააღმდეგოდ, რუსთავი 2-ის გაკოტრება დაიწყო. მაგრამ, მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა ნიკა გვარამია და 2015 წლიდან ერთი თეთრი არ გადაუხდია სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც ქიბარ ხალვაშმა დავა დაიწყო ტელეკომპანიის წილებზე, გვარამიამ ბიუჯეტში არ გადაიხადა 24 მილიონი ლარის გადასახადები. ამის მიზანს კი წარმოადგენდა ის, რომ ტელეკომპანიის ნამდვილ მესაკუთრესთან დაბრუნების შემთხვევაში, ეს კომპანია ყოფილიყო სრულიად გაკოტრებული და ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება ჰქონოდა ბიუჯეტის წინაშე, რაც ნიკა გვარამიამ შეასრულა კიდეც. ეს ისე, ცნობის სახით გქონდეთ ზოგ-ზოგიერთებს“- წერს გვიდიანი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს