Logo

ანდრია გვიდიანი – ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია

პოლიტიკა
22.08.2023 / 13:40
Frontnews image description

რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია, – წერს ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

 

“ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია.

 

რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების ასეთი დინამიური ზრდა განპირობებულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. გარდა ამისა, ინვესტიციების ასეთი მაღალი დონე ადასტურებს იმას, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი მაღალია. 

 

გარდა ამისა, ყველას კარგად გვესმის, რომ ინვესტიციების მოცულობას მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკა არ განაპირობებს. ეს არის კომპლექსური საკითხი და ინვესტორების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ბევრი ფაქტორის ანალიზის შედეგად ხდება. 

 

არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც, რეგიონში ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვნად შეფერხდა. თუმცა, საქართველო აქაც გამონაკლისია და რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია”, – წერს გვიდიანი.

თაგები:

Advertisement