
ავტორი
Front News საქართველო
“ფაქტია, სახელმწიფო ინსპექტორი და ოპოზიცია, სრულ კოლაბორაციაში არიან და შეთანხმებულად მოქმედებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის აღიარება თოლორაიას უჭირს“- ექსპერტი ანდრია გვიდიანი ეხმიანება ლონდა თოლორაიას მიერ მოპოვებულ კანონპროექტს, რომელიც ჯერ მხოლოდ პარლამენტის დეპუტატებს აქვთ.
„საინტერესო ამბავია – როგორც იცით, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმირებაზე პარლამენტში კანონპროექტია წარდგენილი. ეს პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ დეპუტატებს აქვთ და ჯერჯერობით განხილვაც კი არ დაწყებულა. ამ დროს მხოლოდ დეპუტატებისთვის დარიგებული პროექტი რატომღაც აღმოჩნდა ლონდა თოლორაიას ხელში. ფაქტია, სახელმწიფო ინსპექტორი და ოპოზიცია, სრულ კოლაბორაციაში არიან და შეთანხმებულად მოქმედებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის აღიარება თოლორაიას უჭირს. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ პიროვნება, რომელიც მონაცემების და დოკუმენტების მოპოვების კანონიერებას უნდა იცავდეს, თავად მოიპოვებს დოკუმენტებს უკანონოდ“, – წერს Facebook-ზე გვიდიანი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს