ანდრია ჯაღმაიძე – ის, რაც დღეს მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს


ავტორი
Front News საქართველო
ის, რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წერს.
მისივე თქმით, მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა.
“ის, რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს. დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი – ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ. ესეც ძალიან ჰგავს “ხალხის მტრებად“ გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში. დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს. ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა – ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა. სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი”, – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
თაგები:
ანდრია ჯაღმაიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს