ანდრია ჯაღმაიძე – ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს


ავტორი
Front News საქართველო
ფორმულირება მკაცრად შემოთავაზებული ან მოთხოვნილი არ არის, მსგავსი არავინ უნდა იფიქროს. ეს არის კეთილგანწყობის შემოთავაზება, რომ იმ საქმეში, რასაც ახლა სახელმწიფო ასე მკაფიოდ აკეთებს და რასაც ეკლესია მუდმივად აკეთებდა – ტრადიციების დაცვა და ქრისტიანული ღირებულებების სიღრმისეულად გაშლა, ამას ხელი შეეწყოს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა და მსჯელობა მიმდინარეობს.
“ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებების და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს ატარებს. ასევე, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს შემოთავაზებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს. სწორედ, აი, ამ მიმართულებით – ფასეულობების, ტრადიციის და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, ამას კიდევ უფრო ხელი შეეწყოს.
რაც შეეხება ფორმულირებას – სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული არ არის და საკითხი ასე მკაცრად არ დგას. ამ შემთხვევაში მთავარი თემა არის რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რაც აღნიშნულს ხელს შეუწყობს, ამაზე მსჯელობენ. ამასთან, ფორმულირება მკაცრად შემოთავაზებული ან მოთხოვნილი არ არის, მსგავსი არავინ უნდა იფიქროს. ეს არის კეთილგანწყობის შემოთავაზება, რომ იმ საქმეში, რასაც ახლა სახელმწიფო ასე მკაფიოდ აკეთებს და რასაც ეკლესია მუდმივად აკეთებდა – ტრადიციების დაცვა და ქრისტიანული ღირებულებების სიღრმისეულად გაშლა, ამას ხელი შეეწყოს. რა ფორმულირება იქნება, ამას უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლებამ ეკლესიას მიმართა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს