Logo

ანდრო გოცირიძე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა გადავიდა დასავლური ბიზნესის ხელში, 20-30 კილომეტრში მყოფი რუსული ბაზა ხელის შემშლელი იქნება მისი გამართულად ფუნქციონირებისათვის

პოლიტიკა
170
Frontnews image description
© Facebook profile

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა გადავიდა დასავლური ბიზნესის ხელში, 20-30 კილომეტრში მყოფი რუსული ბაზა ხელის შემშლელი იქნება მისი გამართულად ფუნქციონირებისათვის, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოჩამჩირესთან ძალიან ახლოს არის ანაკლიის მშენებარე პორტი.

"გარდა იმ ტრადიციული საფრთხეებისა, რასაც ზოგადად, ოკუპანტის სამხედრო ბაზა გულისხმობს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჩამჩირესთან ძალიან ახლოს არის ჩვენი ერთადერთი კავშირი დასავლეთთან - ანაკლიის მშენებარე პორტი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პორტის მშენებლობა გადავიდა დასავლური ცივილიზებული და ნორმალური ბიზნესის ხელში, წარმოიდგინეთ, 20-30 კილომეტრში მყოფი რუსული ბაზა რამდენად ხელის შემშლელი იქნება მისი გამართულად ფუნქციონირებისათვის", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები