ანდრო ჭიჭინაძე – პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა! იმედია, აღარასოდეს შევხვდებით


ავტორი
Front News საქართველო
თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილს ავრცელებს.
“დიდი ხანია თავს ვიკავებ განცხადების გაკეთებისგან. დაჭერის დღიდან, რადგან ყოველთვის ვერიდები “ღია დაპირისპირებაში შესვლას”. ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს!
რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად მიუღებელია! არის და აქამდეც იყო! განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს გაბედა და დაუპირისპირდა სისტემას! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგი და საპატივცემულო ურთიერთობა მქონდა მასთან. აქ ეს ბოლო ხარისხოვანია! წითელი ხაზია, როცა პრინციპულ, ერთგულ, თავისუფალ ადამიანებს ასე ექცევი!!!
პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა!
იმედია, აღარასოდეს შევხვდებით და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი გახდება ღირსეული სივრცე!!!” – წერს ჭიჭინაძე.
10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. იქამდე კი სტუდენტებთან, რომლებიც უნივერსიტეტში უწყვეტ პროტესტს მართავდნენ, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.
თაგები:
ანდრო ჭიჭინაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს