ანგელა მერკელი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, გერმანია მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.
"ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად კვლავ არჩევას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები ქმნის სანდო ჩარჩოს ნდობით აღსავსე თანამშრომლობისათვის ჩვენს მთავრობებს შორის.
გერმანია, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს აქტუალურ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს თქვენს ქვეყანაში, მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ განსაკუთრებული გამოწვევებით აღსავსე დროს გისურვებთ მუდამ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე", – აღნიშნულია წერილში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს