ანი ბალიაშვილი – აქტიურად არიგებს, როგორც თანხას, ასევე სუფრებს უშლის, განსაკუთრებით, ორიენტირებულია მოწყვლად ჯგუფებზე

ავტორი
Front News საქართველო
ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს გორის მერის წარმომადგენელი ზურაბ მურადაშვილი და მისი ბიზნესმენი ბიძაშვილი მეტსახელად “დოლარიჩი”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანი ბალიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირადობის მოწმობების წართმევა საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ამ მოწმობებით ცდილობენ არჩევნების გაყალბების პროცესში მონაწილეობის მიღებას.
“პირველი, რომელზეც მინდა, რომ გესაუბროთ, ეს გახლავთ ზურაბ მურადაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კარალეთსა და გარეჯვარში. ეს ადამიანი შემჩნეულია ამომრჩევლების დაშინებაში, მათ მოსყიდვაში და ეს ადამიანი ართმევს პირადობის მოწმობებს და ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ის ამ მოწმობებით ცდილობს არჩევნების გაყალბების პროცესში მიიღოს მონაწილეობა. მეორე – ეს არის ცნობილი, პრორუსი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი, რომელიც ყველამ კარგად იცით, რომ გახლავთ „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ის არის მუნიციპალური ტენდერების და სამშენებლო ნებართვების ფავორიტი. აქტიურად არიგებს, როგორც თანხას, ასევე სუფრებს უშლის, განსაკუთრებით, ორიენტირებულია მოწყვლად ჯგუფებზე, სოციალურად დაუცველებზე. საკუთარ რესტორნებში შემორჩენილ ნარჩენებზე აქეიფებს გაჭირვებულებს და ასე ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა და დაშინება ამომრჩევლის“, – განაცხადა ანი ბალიაშვილმა.
თაგები:
ანი ბალიაშვილი




