
ავტორი
Front News საქართველო
ვერ ვხვდები კახა კალაძე ასე რატომ იქცევა. რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი გამოეკიდოს მერის სავარძელს და ამით მთლიანად გაანულოს ყველაფერი, რაც გაუკეთებია – ამის შესახებ ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა ანი მიროტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მომხარი ტრაგედიის გამო პირველ რიგში პასუხისმგებლობა ქალაქის მერს ეკისრება.
“ვერ ვხვდები კახა კალაძე ასე რატომ იქცევა. რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი გამოეკიდოს მერის სავარძელს და ამით მთლიანად გაანულოს ყველაფერი, რაც გაუკეთებია.
ბიძინა ივანიშვილის გუნდში ვიცი ადამიანები, მაგალითად ამილახვარი და სხვები, კოლექტიური ამილახვარები, ისინი ივანიშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. შენ რომ კახა კალაძე ხარ და გრძნობ პასუხისმგებლობას, თუ ემოციურად ძალიან გიჭირს და ფაქტია, რომ უჭირს, თუ შენ თვითონ იცი, რომ ეს ძალიან რთული ამბავი დაგვემართა, აქ შენი წილი პასუხისმგებლობა არის იმიტომ, რომ იმ სამსახურებს შენ ხელმძღვანელობ, მაშინ რას ელოდები, რატომ არ მიდიხარ?!“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს