ანი ნადარეიშვილი - არ მაქვს უფლება ბევრი რამის თქმის და მასალებთან წვდომაც არ მაქვს, მაგრამ ყველასთვის საჯარო იქნება, ამას მე ვპირდები ამ რუსებს

ავტორი
Front News საქართველო
განჩინებაში წერია, რომ ჩვენ ვაპირებდით გაქცევას, ტელეფონისა და კომპიუტერის განადგურებას და ამიტომ დაგვაკავეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ბაჩო ახალაიას რამდენიმე კვირის წინ საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, მიხვდნენ, რომ დაკავებას უპირებდნენ.
"ბაჩოს დაკავება სჭირდებათ, მეორე - ამ პროცესების, გულწრფელი პროტესტის გასაშავებლად სჭირდებათ და ამიტომ იყო უკვე ზაფხულიდან ბაჩოს "გაშავება". როდესაც ბაჩო რამდენიმე კვირის წინ საზღვარზე ვერ გავიდა, რომელიც ორი თუ სამი კვირის წინ იყო, ძალიან მშვიდად გამობრუნდა უკან, ისე რომ არც კი უკითხავს, რა იყო მიზეზი, აქედან გამომდინარე, უკვე ვიცოდით, რომ ეს ამბავი უნდა მომხდარიყო.
მოსამართლის განჩინებით არ შემოსულან, დაგვაკავეს, გაგვჩხრიკეს. წერია, რომ ჩვენ ვაპირებდით გაქცევას, ტელეფონისა და კომპიუტერის განადგურებას და ამიტომ დაგვაკავეს. დაგვიბარეს, განვუცხადეთ, რომ მივიდოდით, მაგრამ ნახევარ საათში მოცვივდნენ მიზეზით, რომ თურმე გავრბოდით ჩვენ, რომლებიც კამერების ალყაში ვართ, მათ მიერ გამაგრებულ ციხესიმაგრეში ვსხედვართ. ჩვენი ყველა გადაადგილება იციან მათ.
მე არ მაქვს უფლება ბევრი რამის თქმის და მასალებთან წვდომაც არ მაქვს, მაგრამ ყველასთვის საჯარო იქნება, ამას მე ვპირდები ამ რუსებს - "ქართულ ოცნებას" , - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
თაგები:
ანი ნადარეიშვილი




