Logo

ანი ნადარეიშვილი - ეს ყველაფერი, რაც ბაჩოს შემთხვევაში ხდება, არის შიშის დათესვის მცდელობა

პოლიტიკა
187
Frontnews image description

ეს ყველაფერი, რაც ბაჩოს შემთხვევაში ხდება, არის შიშის დათესვის მცდელობა, ეს დიქტატურის ჩვეულებრივი, კლასიკური მაგალითია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადვოკატის გარეშე ბაჩო ახალაიასთვის ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა დოკუმენტურად საპირისპირო ჩანს.

"ბაჩოს ბრალი ბაჩოსთვის არ წაუყენებიათ, იცით, რომ მე არ შემიშვეს და ადვოკატის გარეშე მას ბრალი არ წაუყენეს, თუმცა დოკუმენტირებულია, რომ თითქოს წაუყენეს, მაგრამ ზუსტად ამის დასამტკიცებლად მოვითხოვეთ, რომ ამოიღონ პენიტენციური დაწესებულების კამერებიდან ვიდეომასალა.

ეს ყველაფერი, რაც ბაჩოს შემთხვევაში ხდება, არის შიშის დათესვის მცდელობა, რომ არავინ განაცხადოს მსგავსი რამ. ხედავენ, რომ ვერ იმორჩილებენ ადამიანებს. ეს დიქტატურის ჩვეულებრივი, კლასიკური მაგალითია, რომ როდესაც ადამიანებს ვერ იმორჩილებენ, მათ სიტყვის თავისუფლებასაც უზღუდავენ და ფრაზის გამო შეუძლიათ, გაუშვან ციხეში", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს. 

პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები