Logo

ანი ნადარეიშვილი - პროკურატურის დავალებას ასრულებს სასამართლო, ეს არის შენობა, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები ფორმდება

პოლიტიკა
150
Frontnews image description

არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებენ იმიტომ, რომ პროკურატურის დავალებას ასრულებს სასამართლო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომები იხურება იმიტომ, რომ არ აქვთ მტკიცებულებები და საზოგადოებას უმალავენ.

"არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის, ეს არის პოლიტიკური მოტივით შეკერილი, სადაც არ არსებობს არანაირი დაზარალებული, მოწმე და მტკიცებულება. ზუსტად ამიტომ ხურავენ პროცესს, რომ საზოგადოებამ არ ნახოს, რომ მათ არაფერი გააჩნიათ.

არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებენ იმიტომ, რომ პროკურატურის დავალებას ასრულებს სასამართლო, ის დამოუკიდებელი აღარ არის დიდი ხანია. ეს არის შენობა, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები ფორმდება", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა. 

ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  დღევანდელი სასამართლო პროცესი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დახურა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები