ანი ნადარეიშვილი - თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია


ავტორი
Front News საქართველო
სუსიდან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა დაკითხვაზე. ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს, რომელიც შევაგზავნე ბაჩოსთან, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ სახლში, სადაც ის და მისი შვილები არიან, სპეცრაზმი მივიდა და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოცხადდა სუსში, უდიდესი ტყუილია.
"მეგობრებო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა დაკითხვაზე. განვუმარტე, რომ რა თქმა უნდა ვცხადდები, უბრალოდ ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს, რომელიც შევაგზავნე ბაჩოსთან, მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როგორც კი ადვოკატი გამოვა, მივალთ ერთად, მარტო არ მივდივარ შეგნებულად, რომ ბაჩოსავით არ დამემართოს ის, რომ ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩემი ოჯახი გარეთ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია“, - წერს ანი ნადარეიშვილი.
თაგები:
ანი ნადარეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს