
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის დატოვების შესახებ ამ ეტაპზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანი წითლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს მთავარია, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ არ გაუვათ ჩვენი რუსულ ორბიტაზე დაბრუნება.
“პარლამენტის დატოვების შესახებ ამ ეტაპზე საუბარი არ ყოფილა. პირველად მესმის დღეს ეს საკითხი თქვენგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრძოლის ყველა გზა და მექანიზმი არის გამოსაყენებელი, იმისთვის რომ ეს ხელისუფლება სასწრაფოდ მოშორდეს ამ ქვეყანას. დღეს მთვარია, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ საღამოს 8 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველამ ერთად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ მათ არ გამოუვათ, ისევ რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნონ“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დღეს საპარლამენტო მანდატების დატოვებას გეგმავენ.
თაგები:
ანი წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს