ანიტა ჰიპერი - ეს ავტორიტარული ტაქტიკაა, იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერი ანიტა ჰიპერი წერს.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება.
“საქართველო: პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ავტორიტარული ტაქტიკაა, იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, - წერს ანიტა ჰიპერი.
თაგები:
ანიტა ჰიპერი




