ანიტა ჰიპერი - ევროკავშირი დგას ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გვერდით


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი დგას ელენე ხოშტარიას და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის გვერდით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და გამოვდივართ მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოწოდებით, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
მისივე თქმით, განიხილება გზები და ვარიანტები, როდესაც საქმე ეხება დამატებით ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე.
"ევროკავშირი დგას ელენეს და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის გვერდით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და გამოვდივართ მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოწოდებით.
ჩვენი მხრიდან უკვე გადაიდგა ნაბიჯები და განვიხილავთ გზებს და ვარიანტებს, როდესაც საქმე ეხება დამატებით ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, რასაც ვხედავთ. უკვე დავიწყეთ ქმედებები ბოლო მინისტერიალზე უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, დისკუსიებით დამატებით ვარიანტებზე, რა შეგვიძლია სანქციებთან და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით გავაკეთოთ ", - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
თაგები:
ანიტა ჰიპერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს