Logo

ანიტა ჰიპერი – მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება

პოლიტიკა
04.12.2024 / 23:37
Frontnews image description

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული”, – წერს ჰიპერი სოციალურ ქსელში.

Advertisement