Logo

ანიტა ჰიპერი - რასაც ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანაა, საქართველოს ხელისუფლება ჩვენ  დეზინფორმაციის კამპანიისთვის გვიყენებს

პოლიტიკა
228
Frontnews image description

რასაც ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანაა, საქართველოს ხელისუფლება ჩვენ გვიყენებს დეზინფორმაციის კამპანიისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ნომინალურადაა.

"რასაც ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანაა, საქართველოს ხელისუფლება ჩვენ გვიყენებს დეზინფორმაციის კამპანიისთვის, ამიტომ, მოდით ფაქტების კონსტატაცია მოვახდინოთ - 2024 წლის ივნისში ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს დასკვნა, სადაც გამეორებული იყო  საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და გამომაფხიზლებელი მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ შეეცვალათ აღებული კურსი, მაგრამ დემოკრატიისთვის დესტრუქციული ქმედებების შეცვლის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ როგორი ინტენსიური გახადეს ეს ქმედებები ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, ჟურნალისტების დაპატიმრებით და მშვიდობიან პროტესტანტებზე თავდასხმით.

ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წელს გვქონდა ოქტომბერში, დეკემბერში და ამ კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ, რომ ამ ქმედებების შედეგი არის ის, რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ნომინალურადაა“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

Advertisement