Logo

ანიტა ჰიპერი – უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, უკანონო ქმედებებში მონაწილეებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ

პოლიტიკა
783
Frontnews image description

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას ეხმაურება.

“ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას.

უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. უკანონო ქმედებებში მონაწილე პირებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ“, – წერს ანიტა ჰიპერი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები