ანჯეი დუდა – ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ კომპრომისი ნებისმიერ ფასად უნდა მოიძებნოს


ავტორი
Front News საქართველო
ბუჩას ფოტოებიდან ჩანს, რომ ნებისმიერ ფასად არ არის აუცილებელი აგრესორთან კომპრომისის ძიება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას იარაღის მიწოდება სჭირდება.
“დამნაშავეებს უნდა ეწოდოს დამნაშავეები, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული და გასამართლებული. ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ კომპრომისი ნებისმიერ ფასად უნდა მოიძებნოს. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს, უპირველეს ყოვლისა, სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და კიდევ ერთხელ იარაღი“, – წერს ანჯეი დუდა „ტვიტერზე“.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს