ანჯეი დუდა – დიდი ქვეყანა გვაქვს და გარწმუნებთ, აგრესორების დასამარხი ადგილიც არის


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს.
“ჩვენ ვართ ერი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 100 წლის განმავლობაში თავს არავის დასხმია. ყოველთვის გვინდოდა მშვიდობიანად ცხოვრება. ჩვენ გამოვძვერით რკინის ფარდიდან, დავიბრუნეთ სრული სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, რათა გვეცხოვრა შედარებით კომფორტულად, განვვითარებულიყავით, შეგვესწავლა მსოფლიო და გავმხდარიყავით მსოფლიო მოქალაქეები. ასე გაგრძელება გვსურს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება, ვინმე თავს დაგვესხას.
თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. დიდი ქვეყანა გვაქვს და გარწმუნებთ, აგრესორების დასამარხი ადგილიც არის“, – განაცხადა დუდამ.
თაგები:
ანჯეი დუდა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს