ანა დოლიძე - მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია


ავტორი
Front News საქართველო
პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია, - ამის შესახებ "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ ოცნებას” არ მისცემენ საშუალებას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სასაუბრო შეიქმნას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარა.
"მთავარი საკითხი, რომელზეც თქვენ გაქვთ ინტერესი, ეს არის მიიღებს თუ არა პარტია ხალხისთვის და მე, ანა დოლიძე, მომავალ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობას, რასაც "ქართული ოცნება" ეძახის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს.
პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია. ქართულ ოცნებას” არ მივცემთ საშუალებას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სასაუბრო შეიქმნას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარა.
სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია.
ჩვენს ძალებს მოვახმართ იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული კორუმპირებული და ძალაუფლებით თრობაში შესული ადამიანის მიმართ”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
თაგები:
ანა დოლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს