ანრი კვარაცხელიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ანრი კვარაცხელიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ ის დღეს ამაყია, რადგან ქვეყნის გვერდით იდგა.
"რა წლებიც არ უნდა მომისაჯოთ, მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი, ჩემი საქმე არის შეკერილი, ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო. მადლობა, რომ ჩემ გვერდით ხართ, დედიკოს მიმიხედეთ, რადგან ემიგრანტი მყავს”, - განაცხადა კვარაცხელიამ.
ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
თაგები:
ანრი კვარაცხელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს