
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში იმართება.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი ანრი მეტრეველი იმედოვნებს, რომ დასკვნითი შეხვედრაც ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც წინა 10 შეხვედრა.
"ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით ჩატარდა 10 რეგიონული კონფერენცია, რაც უალტერნატივოა იმ შემთხვევაში, თუ გვინდა და, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხმა გააგონონ და ის პრობლემები, რომელიც აწუხებთ, ხმამაღლა გაჟღერდეს და მოგვარდეს. უკვე დროა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც გვაწუხებს. დღეს გაიმართება თბილისში დასკვნითი ღონისძიება და ვიმედოვნებ, რომ ესეც ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც წინა 10", - აცხადებს მეტრეველი.
შეკრებები აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა. რეგიონული კონფერენციების მიზანი ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდაა.
თაგები:
ანრი მეტრეველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს