
ავტორი
Front News საქართველო
თითქოს ფაქტს ვერ გაურბიან, მაგრამ ძალიან მსუბუქად აფასებენ. ეს არის ის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებას და სასტიკ დანაშაულებს უწოდებენ შეცდომებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომლითაც ნიკა გვარამიას ერთ-ერთ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც გვარამია “ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ შეცდომებზე საუბრობს.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ.
“რა თქმა უნდა, ამით საზოგადოებას ვერ შეუქმნიან ვერავითარ განსხვავებულ წარმოდგენას. ამ ხალხზე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და რა თქმა უნდა, ამ ხალხს ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს