ანრი ოხანაშვილი – არავითარი განცდა არ აქვს ვინმეს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია, რამე გამოიძიონ


ავტორი
Front News საქართველო
პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიების შექმნაზე განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხი, რომლებმაც, როდესაც დაინიცირებული იყო 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის ძალადობრივი დარბევის აქციების დროს გადამეტებული ძალადობის ფაქტების გამოძიება საქართველოს პარლამენტში, ამ ადამიანებმა მხარი არ დაუჭირეს საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ამიტომ არავითარი ლოგიკა, არავითარი განცდა არ აქვს ვინმეს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია, რომ რამე გამოიძიონ – არ არსებობს. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიზება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი – ვინ უნდა დაიბარონ საგამოძიებო კომისიაში, მოსამართლე, რომელსაც კონსტიტუციით უფლება არ აქვს და ეკრძალება ვინმეს ანგარიში ჩააბაროს?

ანრი ოხანაშვილი – ეს ხალხი ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს შემოსავალს და გამოდიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

ანრი ოხანაშვილი – როდესაც განსაზღვრულია ლეგიტიმური საფუძვლები, რათა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული, ეს თუ მოქალაქეების კონტროლია, ეს არის წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი