Logo

ანრი ოხანაშვილი – აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მჯერა, რომ შევძლებთ მჭიდრო და საქმიან თანამშრომლობას

პოლიტიკა
708
Frontnews image description

გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს. გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მე მჯერა, რომ შევძლებთ მჭიდრო და საქმიან თანამშრომლობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

“გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს. გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები. ხელისუფლების ლიდერებს – პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, პარლამენტისა და პარტიის თავმჯდომარეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები და გვაქვს იმედი და მოლოდინი მჭიდრო თანამშრომლობის.

 

ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მე მჯერა, რომ შევძლებთ მჭიდრო და საქმიან თანამშრომლობას. იმედი მაქვს, რომ საქმიანი თანამშრომლობის ფორმატი მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება პოზიტიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ოხანაშვილმა “იმედის” ეთერში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები