ანრი ოხანაშვილი – დღეს ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები წარვადგინეთ

ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკომისიის 12- პუნქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით შეიქმნა, შემაჯამებელი სხდომა გამართა.
სხდომაზე წარდგენილი იყო ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები.
“ჯგუფის სამუშაო პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით. ჩვენ შესაბამის პოზიციებს გავუკეთეთ ანალიზი და შედეგად, დღეს ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები წარვადგინეთ. დღესვე, ეს ცვლილებები წარედგინება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რათა აღნიშნული ცვლილებების კომიტეტის სახელით დაინიცირებაზე თანხმობა მივიღოთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს უკვე მიღებული იქნება, როგორც ეს გეგმაში იყო გაწერილი.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი




