ანრი ოხანაშვილი – დღეს და ახლა ამ სანქციების მატარებელი ჩავლილია


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არასერიოზულად მიაჩნია სანქციებთან დაკავშირებით ვარაუდებზე საუბარი, როცა ამ საკითხზე ოფიციალურ დონეზე კომუნიკაცია არ ყოფილა.
“ეს ყველაფერი ბუნდოვანი და გაუგებარია. ჩვენთან თუ იქნება კომუნიკაცია და ვინმე რამეს განგვიმარტავს, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ არასერიოზულია, ვიდრე ეს საკითხები არ დასმულა, იქამდე ვისაუბროთ ჰიპოთეზებზე და ა.შ. ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, კომენტარი არასერიოზული იქნება.
დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს. დღეს და ახლა ამ სანქციების მატარებელი ჩავლილია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება აშშ-ის საელჩოსთან კომუნიკაციას, ოხანაშვილის თქმით, გუშინ და ბოლო პერიოდში კომუნიკაცია არ ყოფილა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი