
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენს ქვეყანას ერთადერთი გზა აქვს, ეს არის ევროინტეგრაცია, რომელიც აირჩია ხალხმა და ამ გზას მიჰყვება საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“ამის დასტურია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ევროპული პოლიტიკა კეთდება და სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენი გუნდის ლიდერები წარმოდგენილები იყვნენ და თითოეული მათი შეხვედრა ეყრდნობოდა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროგრესს და იმას, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს.
“ახლა სამართლიანი შეფასების მოლოდინი გვაქვს. სტატუსი ჩვენ აქამდეც უნდა მიგვეღო, ეს თავად ევროპულმა სტრუქტურებმაც დაადასტურეს. დროა, ევროპამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას საქართველოში და დამსახურებაზე დაფუძნებით ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოანიჭოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს