ანრი ოხანაშვილი – გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება საკითხი სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
არავის ინტერესი რეალურად გარდა ერთისა არ გააჩნია, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“რაც შეეხება ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიც არის ახლა გააქტიურებული, საკითხი სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, ესეც ახლა გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. ჩვენ იცით, რომ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, აღადგინა უვიზო მიმოსვლა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა როცა საუბარია ამ ნარატივის გაგრძელებაზე, მაქსიმალურად ჩვენ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებთ ყოველთვის ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და არა რაღაცა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც შემოტანილია ისევ და ისევ კონკრეტული ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან. არავის ინტერესი რეალურად გარდა ერთისა არ გააჩნია, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში, აი ეს არის ინტერესი და ყველა ასეთი კონკრეტული შემოთავაზებები ემსახურება ამ ინტერესს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი – ეს დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება ან რა ინტერესებს ემსახურება?

ანრი ოხანაშვილი – ეს არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

ანრი ოხანაშვილი – ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება