Logo

ანრი ოხანაშვილი – გთავაზობთ, პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს

პოლიტიკა
481
Frontnews image description

პირს ოლიგარქად მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ცნობს. მსგავსი შესწორება შევიდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მსჯელობენ.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი პოლიტიზებული არ უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ პროცედურის პოლიტიკისაგან დაცლა.

 

“გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს, რომელიც შექმნილია 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. შესაბამისად, ეს საკითხი სრულად დეპოლიტიზებული იქნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები