
ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროას“, „გირჩი მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა.
“საყოველთაოდ ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტებისგან იღებს ფულს და ამას ეძახიან ჰონორარს. როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ, მაგრამ რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, ისინი მათ გარშემო ხალხს და საზოგადოებას ვერ გააერთიანებენ.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის მათი ინტერესები. აქედან გამომდინარე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მთავარია, მათ გარშემო საზოგადოება არ გაერთიანდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს