
ავტორი
Front News საქართველო
ეს როგორც ჩანს წინასწარ დაგეგმილი კამპანია იყო. მე არ ვიცი ამით რისი მიღწევა სურთ, მაგრამ ფაქტია ერთია, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ტყუილებს, დეზინფორმაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
“მძიმე პროვოკაციებს ამზადებენ როგორც ჩანს და ამის გამოხატულება იყო მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირის მძიმე, ბინძური შეურაცხყოფა რატი იონათამიშვილთან დაკავშირებით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუ ვინმე გაბედავს და მსგავს რამეს იკადრებს, კანონის სრული დაცვით, ყველას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მმართველ გუნდში სიცრუეს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ხელისუფლება უკრაინაში წასულ ქართველ მებრძოლებს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს