
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო სამთავრობო სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ასევე გათვალისწინებულია ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით სხვადასხვა შეხვედრები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამიტს მრავალი კუთხით არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მასზე თავს იყრიან მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები.
“ეს შესაძლებლობას გვაძლევს კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე საუბრისთვის. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ისევე როგორც გათვალისწინებულია ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით სხვადასხვა შეხვედრები. ჩვენი დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე, გავეცნოთ კონკრეტულ მიდგომებს მსოფლიო ლიდერების უშუალო მონაწილეობით. ჩვენ შევეხებით ასევე ისეთ თემებს, რაც საქართველოსთვის აქტუალურია, როგორიც არის ციფრული მმართველობა, ტექნოლოგიური ინოვაციები, კიბერუსაფრთხოების სფერო, რომელიც მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს