Logo

ანრი ოხანაშვილი – შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას

პოლიტიკა
1121
Frontnews image description

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ, თუმცა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დეპოლარიზაციისთვის არაფერი გააკეთეს.

 

“შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებიდან გაყვანას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან არაფერი კარგი არ მოიტანა, პირიქით უფრო გააღვივა პოლარიზაცია”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს 19 აპრილს მოეწერა ხელი, 28 ივლისს კი “ქართულმა ოცნებამ” დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება მიიღო. 

თაგები:

Advertisement