ანრი ოხანაშვილი – შვეიცარიასთან უახლოეს მომავალში პირდაპირ ფრენებს ველოდებით

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, მან მზაობა დაგვიდასტურა იმ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების, რომელიც ამ დროისთვის შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან ერიკ ნუსბაუმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს.
“აქტუალურია საკითხი პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. შვეიცარიული მხარე ამ მიმართულებით დაინტერესებულია და იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის, განათლებისა და ეკონომიკური სფეროს მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები. შვეიცარიასთან უახლოეს მომავალში პირდაპირ ფრენებს ველოდებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი




