
ავტორი
Front News საქართველო
ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე პასუხის გაცემა, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა.
“ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს იქნებ ესეც გაუკვირდეს, ბატონმა თენგიზმა [შარმანაშვილმა] თქვა, რომ გაკვირვება გამოხატა, როგორ შეიძლება თურმე, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტსაბჭოს წევრიაო. ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. ამ ნონსენსში ვართ. არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე რეაგირება და პასუხის გაცემა, რომ თურმე შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტსაბჭოს წევრები. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს