
ავტორი
Front News საქართველო
ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
“ხაზარაძემ ჯერ ბანკის მეშვეობით ხალხის ხარჯზე, მათ შორის, უკანონოდ დააგროვა ფინანსური აქტივები და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ იმავე ბანკის გამოყენებით და მისი ინტერესების დაზიანებით ჩაიდინა თაღლითობა.
ბიძინა ივანიშვილმა კი თავისი საქმიანობა საქართველოში უანგარო და დიდი ქველმოქმედებით დაიწყო 1995 წლიდან.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა იმ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეებით დაიმკვიდრა ადგილი, რაც დარჩება ჩვენს მომავალ თაობებს.
სწორედ მან შეძლო უპრეცედენტო 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის!“, – წერს ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს