ანრი ოხანაშვილი – ვინ უნდა დაიბარონ საგამოძიებო კომისიაში, მოსამართლე, რომელსაც კონსტიტუციით უფლება არ აქვს და ეკრძალება ვინმეს ანგარიში ჩააბაროს?


ავტორი
Front News საქართველო
რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესია, რომ სასამართლოზე იყოს წნეხი, ზეწოლა, მათი ამოცანაა, პოლიტიკური მეთოდებით და ინსტრუმენტებით უკანონო გავლენა და ზეგავლენა მოახდინონ მოსამართლეებზე, ეს არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
“ვინ უნდა დაიბარონ საგამოძიებო კომისიაში, მოსამართლე, რომელსაც კონსტიტუციით, უფლება არ აქვს და ეკრძალება ვინმეს ანგარიში ჩააბაროს რაიმე საქმესთან დაკავშირებით? რომელ კონსტიტუციურ წესრიგში ჯდება, რომ მოსამართლის დაბარება სურს ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ეს ნონსენსია და წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი პირდაპირ ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან კონკრეტული საქმეებით დაინტერესებული, მათ შორის იმით, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულებამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად, მათ სურთ, პოლიტიკური შურისძიებით მოსამართლეები მოიყვანონ, მათზე მოახდინონ პოლიტიკური წნეხი და ზეწოლა მათ შორის იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც სასამართლოს წინ აქვს მისაღები. ეს ყველაფერი პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე.
როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ექსტრემისტული ოპოზიციურმა ჯგუფებმა რომც გამოკვეთონ, არავითარი დარღვევა არ ყოფილა, რომელიმე გამოვა და ამას იტყვის, რომ ადგილი არ ჰქონია დარღვევას? თუ მათი ინტერესია რაიმეს დადგენა, ჯერ უნდა ითხოვდნენ, მტკიცებულებებს რატომ სდებენ მოსამართლეებს კონკრეტულ ბრალს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი – როდესაც განსაზღვრულია ლეგიტიმური საფუძვლები, რათა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული, ეს თუ მოქალაქეების კონტროლია, ეს არის წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი

ანრი ოხანაშვილი – მოქალაქეებს რა ნდობა უნდა ჰქონდეთ ისეთი ტიპის საგამოძიებო კომისიისადმი, სადაც „ნაცმოძრაობამ“ უნდა დაადგინოს ობიექტურობა

ანრი ოხანაშვილი – საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა რატომ არ გამოიყენეთ?