ანრი ოხანაშვილი – ზაზა გახელაძის გათავისუფლება მნიშვნელოვანი წარმატებაა


ავტორი
Front News საქართველო
“ყველას გილოცავთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ვულოცავ ოჯახს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მის მიერ გაწეული ძალიან დიდი შრომისთვის, ყველა უწყებას – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინსიტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, პარლამენტის წევრები, თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები ყველა ფორმატში იყენებდნენ შესაძლებლობას და მაქსიმალურად მოითხოვდნენ, რომ ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო.
ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს პროცესში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
„მოლაპარაკებები ძალიან საჭირო და ეფექტიანი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა გავატაროთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ აბსოლუტურად ყველგან. მადლობა ამ ოჯახს მოთმინებისთვის და რაც მთავარია, ისინი გრძნობდნენ სახელმწიფოს თანადგომას. ჩვენი ორი მოქალაქე ჯერ კიდევ რჩება უკანო ტყვეობაში და მათ ოჯახებსაც მივმართავ, სახელწმიფო იქნება თქვენ გვერდით, არასოდეს მიგატოვებთ და შედეგი იქნება წარმატებული და ყველა პირი, რომელიც უკანონო ტყვეობაშია გათავისუფლებული იქნება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა