Logo

ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა

პოლიტიკა
1212
Frontnews image description

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები